პირველი შეხვედრა:
მე-5 კლასი.
კითხვა: რა არის ჯადოსნობა?
პასუხი: ცოდვაა, ფოკუსია.
კითხვა; რა არის ფოკუსი? სად გინახავთ?
პასუხი: ცირკში, არის მათემატიკური ფოკუსებიც ( მათემატიკის გაკვეთილია და დაუკავშირა საგანს). მათემატიკური ფოკუსი ნიჭიერში უნახავთ. ბიჭი ამრავლებდა დიდ რიცხვებს..
ჩვენც შევძლებთ მსგავსი ფოკუსების ჩატარებას!
ორნიშნა რიცხვი გავამრავლოთ 11-ზე.ამრავლებენ ქვეშმიწერით. რამოდენიმე მაგალითის შემდეგ ზოგიერთმა მოსწავლემ ზეპირად გამრავლების წესი აღმოაჩინა. დანარჩენებს უზიარებს. ორნიშნა რიცხვი გაამრავლეთ 101- ზე. ეს გაცილებით იოლია.
ბავშვები პროვოკაციაზე წამოეგნენ. დავიწყეთ პროექტი ,,ჯადოსნური არითმეტიკა.''
ნინოს დავავალე ლატარიის ფურცლების გამზადება და 4 დანიშნული ფურცლით ჯგუფების კაპიტნების ვინაობა დავადგინეთ. ისინი შეარჩევენ წევრებს.
კვირაში ერთხელ ჩვენ ერთად გადავხედავთ მოძიებულ ამოცანებს. ჯერ მუშა შეხვედრებზე, შემდეგ ელექტორნულადაც.
ჯადოსნური არითმეტიკა
Tuesday, November 19, 2013
Sunday, November 17, 2013
მეცხრე დღის რეფლექსია:
მინდა მთელი ხმით ვიმღერო: ოლე ოლე ოლე ოლე!!!
მთელი ხმით ვიყვირო : ის დამთავრდა!!!
ინტელის ტრენინგები კოდური სახელწოდებით ,,4 1/2'' დასრულდა.
ახლა რეფლექსია:
პრეზენტაციამ აკადემიურად ჩაიარა. საინტერესო იყო თითოეული მათგანი. წინა ჯგუფის პრეზენტაციის კუდსაც კი მივუსწარი:))) წყალი უნდა დავლიო ბევრი, თუ მინდა ტანწერწეტა და წანწკლა ვიყო, კიდევ სასწორი უნდა ვიყიდო, იმისათვის რომ ჩემს ორგანიზმში წყლის პროცენტული შემადგენლობა გავაკონტროლო. ჩემი ჯგუფის პრეზენტაციის თემები ვიცოდი, მაგრამ ავტორის მიერ თემის წარმოჩინება მაინც სულ სხვაა :) აქტიური ვისმენდით და რაღაცეებს გავითვალისწინებ ჩემს პროექტში ალბათ.
შემდეგ შაბათს ვისვენებ აქტიურად საძინებელი---- სამზარეულო----საძინებელი დღეს მიხარია, მაგრამ ვიცი, რომ მომენატრება ეს ყველაფერი. ერთი ცუდი თვისება მაქვს: ტინგიცი მიყვარს და ტრენინგები ჩემი თვითგამოხატვის ერთ- ერთი საშუალებაა. კი ვმასხარაობ, მაგრამ არ შეიძლება რომ არ ავღნიშნო ის, რომ თამუნას ტრენინგებზე როცა დავდივარ, ( ეს მე-2 გრძელვადიანი ტრენინგია) ასე მგონია , რომ იოლია ყველაფერი, რა უნდა ამას. დიდი ამბავი , ასე მეც ხომ მივატრენინგებ ნებისმიერს მეთქი და ისიც მჯერა თითქმის რომ საუკეთესო ვარ და სხვა ჩემსავით ნიჭიერი და მშვენიერი მეორე არ დადის არცერთი, ტრენინგზე კი არა საქართველოში. არ მიყვარს ბევრი საქებარი სიტყვის ბრახა- ბრუხი. მერე მგონია მეგრულ სისხლს არ დაბრალდეს, ეს მართლა ,, აუფერულებს '' ურთიერთობას. მაგრამ რამე რომ დამემართოს და უთქმელი დამრჩეს,იქ ვერ მოვისვენებ.თამუმა! ძალიან მაგარი ხარ. პროფესიონალი ხარ და სასიამოვნო ადამიანი.
Saturday, November 16, 2013
მერვე დღის რეფლექსია:
ხვალ ფინიშია !!!
დღეს დავასრულე პორტფოლიოს შევსება. ავტვირთე ბლოგზე. გავდა ბუკლეტის ატვირთვას. მინდა ახალი ბლოგი გავაკეთო. რამე ცოტა სახალისო. ძალიან დავიღალე :( შაბათ- კვირას დავიბრუნებენ მომავალი კვირიდან:))) კარგია ყველაფერი რაც კარგად მთავრდება. ხვალ თუ პრეზენტაცია არ ჩავაგდე კარგი იქნება.
Sunday, November 10, 2013
მეშვიდე დღის რეფლექსია:
ჯერ მე-6 საღამოს რეფლექსია მინდა გაგიზიაროთ. 1 საათით მეტი ვიმუშავეთ და შინ რომ დავბრუნდი სქოლიოზის ნიშნები დამეწყო. ისე მტკიოდა ხერხემალი მივხვდი ეს მარტო ჩემი პრობლემა რომ არ იყო. დღეს მაინც მოვიტანე საშინაო დავალება- მოსწავლის ბუკლეტი. პროექტის სარეკლამო ბუკლეტი და მოსწავლის სარეკომენდაციო ბუკლეტები ავტვირთე ბლოგზე. დიზაინი შევცვალე , მაგრამ მაინც არ მომწონს. გარდნერის თეორია გადავიმეორეთ. ავირიე მე მგონი შუა ჰემისფერო მაქვს განვითარებული :)). ჩავასწორე შაბლონში ზოგადი კითხვები. თამუნას შენიშვნები გავითვალისწინე , იმიტომ რომ მართალი იყო. უნდა მოვიფიქრო შეფასებების რუბრიკა. პ.ს. არ დამავიწყდეს.
Saturday, November 9, 2013
მეექვსე დღის რეფლექსია:
ძალიან ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე. ბლოგის აღარ მეშინია ისე ძალიან როგორც ადრე:) აუცილებლად შევცვლი ბლოგის დიზაინს. დავოსტატდი ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვაში, ვიდეოს ატვირთვაში, ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის დაკაბადონებაში, ზომების შეცვლაში და როგორც ტენინგზე ავღნიშნე ერთფეროვან ცხოვრებას აზრი მიეცა. ყოველდღე შევცვლი დიზაინს და რა დამაკავებს.
:))))))))))))))))))))))))))))
Sunday, October 27, 2013
მე-3 დღის რეფლექსია
ვისწავლე პროექტის გაგმის შაბლონის შედგენა;
გამიძნელდა შესაბამისი სტანდარტების მოძებნა თანაც ძალიან!
მომავლისთვის ალბათ ჯერ სტანდარტებს ვნახავ და ამერე შევარჩევ თემას!!!!( მთავარია არ დამავიწყდეს)
შევისწავლე კითხვების დასმა.
- რატომ უნდა შევისწავლოთ არითმეტიკა?
- შესაძლებელია თუა არა კალკულატორის გარეშე დიდ რიცხვებზე ოპერაციების
ჩატარება?
- როგორ გავამრავლოთ ორნიშნა რიცხვი 11-ზე? 101 ზე?
Subscribe to:
Posts (Atom)