პირველი შეხვედრა:
მე-5 კლასი.
კითხვა: რა არის ჯადოსნობა?
პასუხი: ცოდვაა, ფოკუსია.
კითხვა; რა არის ფოკუსი? სად გინახავთ?
პასუხი: ცირკში, არის მათემატიკური ფოკუსებიც ( მათემატიკის გაკვეთილია და დაუკავშირა საგანს). მათემატიკური ფოკუსი ნიჭიერში უნახავთ. ბიჭი ამრავლებდა დიდ რიცხვებს..
ჩვენც შევძლებთ მსგავსი ფოკუსების ჩატარებას!
ორნიშნა რიცხვი გავამრავლოთ 11-ზე.ამრავლებენ ქვეშმიწერით. რამოდენიმე მაგალითის შემდეგ ზოგიერთმა მოსწავლემ ზეპირად გამრავლების წესი აღმოაჩინა. დანარჩენებს უზიარებს. ორნიშნა რიცხვი გაამრავლეთ 101- ზე. ეს გაცილებით იოლია.
ბავშვები პროვოკაციაზე წამოეგნენ. დავიწყეთ პროექტი ,,ჯადოსნური არითმეტიკა.''
ნინოს დავავალე ლატარიის ფურცლების გამზადება და 4 დანიშნული ფურცლით ჯგუფების კაპიტნების ვინაობა დავადგინეთ. ისინი შეარჩევენ წევრებს.
კვირაში ერთხელ ჩვენ ერთად გადავხედავთ მოძიებულ ამოცანებს. ჯერ მუშა შეხვედრებზე, შემდეგ ელექტორნულადაც.
ვიცოდი! ვიცოდი! ვიცოდი! ვიცოდი! ვიცოდი! ვიცოდი! ვიცოდი! ვიცოდი!
ReplyDeleteგულგრილად, რომ არ დარჩებოდი ამ პროექტის მიმართ და დაიწყებდი აქტიურად მის განხორციელებას <3