Sunday, November 17, 2013
მეცხრე დღის რეფლექსია:
მინდა მთელი ხმით ვიმღერო: ოლე ოლე ოლე ოლე!!!
მთელი ხმით ვიყვირო : ის დამთავრდა!!!
ინტელის ტრენინგები კოდური სახელწოდებით ,,4 1/2'' დასრულდა.
ახლა რეფლექსია:
პრეზენტაციამ აკადემიურად ჩაიარა. საინტერესო იყო თითოეული მათგანი. წინა ჯგუფის პრეზენტაციის კუდსაც კი მივუსწარი:))) წყალი უნდა დავლიო ბევრი, თუ მინდა ტანწერწეტა და წანწკლა ვიყო, კიდევ სასწორი უნდა ვიყიდო, იმისათვის რომ ჩემს ორგანიზმში წყლის პროცენტული შემადგენლობა გავაკონტროლო. ჩემი ჯგუფის პრეზენტაციის თემები ვიცოდი, მაგრამ ავტორის მიერ თემის წარმოჩინება მაინც სულ სხვაა :) აქტიური ვისმენდით და რაღაცეებს გავითვალისწინებ ჩემს პროექტში ალბათ.
შემდეგ შაბათს ვისვენებ აქტიურად საძინებელი---- სამზარეულო----საძინებელი დღეს მიხარია, მაგრამ ვიცი, რომ მომენატრება ეს ყველაფერი. ერთი ცუდი თვისება მაქვს: ტინგიცი მიყვარს და ტრენინგები ჩემი თვითგამოხატვის ერთ- ერთი საშუალებაა. კი ვმასხარაობ, მაგრამ არ შეიძლება რომ არ ავღნიშნო ის, რომ თამუნას ტრენინგებზე როცა დავდივარ, ( ეს მე-2 გრძელვადიანი ტრენინგია) ასე მგონია , რომ იოლია ყველაფერი, რა უნდა ამას. დიდი ამბავი , ასე მეც ხომ მივატრენინგებ ნებისმიერს მეთქი და ისიც მჯერა თითქმის რომ საუკეთესო ვარ და სხვა ჩემსავით ნიჭიერი და მშვენიერი მეორე არ დადის არცერთი, ტრენინგზე კი არა საქართველოში. არ მიყვარს ბევრი საქებარი სიტყვის ბრახა- ბრუხი. მერე მგონია მეგრულ სისხლს არ დაბრალდეს, ეს მართლა ,, აუფერულებს '' ურთიერთობას. მაგრამ რამე რომ დამემართოს და უთქმელი დამრჩეს,იქ ვერ მოვისვენებ.თამუმა! ძალიან მაგარი ხარ. პროფესიონალი ხარ და სასიამოვნო ადამიანი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
თამარ:) საყვარელო და ძვირფასო ! მართლა მეორედ შევხვდით ერთმანეთს გრძელვადიან ტრენინგზე და როგორც ყოველთვის კარგად დასრულდა..... ყოველთვის მიმართლებს და შენნარი კარგი მსმენელი მხვდება, თორემ შენც იცი "სიცილ-სილცილში ხალხს რომ ვხოცავ".
ReplyDeleteმომენატრები
უი... მინდოდა მეთქვა რომ კუდური სიტყვა 4.1/2 ნიშნავს 4 შაბათ-კვირას და კიდევ ერთ კვირა დღეს:)) აბა 32 გაამრავლე 101 თუ ფოკუსნიკი ხარ? ( ორნიშნა რიცხვის გამრავლება 101 კი მე თამარ გაბელაიამ მასწავლე ამ გრძელვადიან ტრენინგზე)
ReplyDelete